Friday, July 18, 2014

მერვე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ სლაიდზე სხვა ობიექტის ჩასმა.
პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.

Thursday, July 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმა შევავსეთ სასწავლო პროცედურებით. ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი ინფორმაციის განთავსება. ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე.

Sunday, July 6, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მივიღეთ საშინაო დავალება/

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია პრეზენტაცია ავტვირთეთ 'გუგლ დრაივზე' და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, July 4, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია



განვიხილეთ საშინაო დავალება.
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებზე.
შევიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

როგორია დღეს  თინეიჯერთა ცხოვრება?





ჩვენი ცხოვრება რით  ჰგავს სხვა თინეიჯერთა ცხოვრებას?

რა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვთ21-ე საუკუნის თინეიჯერებს?

რა არსებითი სხვაობაა უცხო ქვეყნების თინეიჯერთა ცხოვრებასა და ჩვენი ქვეყნის თინეიჯერთა ცხოვრებას შორის?
რა მიზეზებით აღმოჩნდა თინეიჯერთა ცხოვრება განსხვავებული?

Thursday, July 3, 2014

პროექტის მიზნები და შედეგები

მოსწავლეები  შეძლებენ უცხოური ენის პრაქტიკულ გამოყენებას.
მოსწავლეებმა უცხოურ ენაზე უნდა განახორციელონ  სხვადასხვა ტიპის პროექტი,
მასწავლებელთან ერთად უნდა ჩამოაყალიბონ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმები;
გუნდის წევრებთან ერთად, დამოუკიდებლად  განსაზღვრონ და დაგეგმონ   განსახორციელებელი ეტაპები, შემდეგ გუნდებმა უნდა შეძლონ ერთმანეთს გაუზიარონ  შედგენილი გეგმა,შეადარონ  და გააუმჯიბესონ .
გუნდის წევრებთან ერთად  მოიძიონ, შეარჩიონ  და დაამუშაონ ინფორმაცია;
შეარჩიოს პროექტის წარდგენის  ფორმა;
 შეიმუშაონ პროექტის საბოლოო ვერსია.